პარტია “კანონი და სამართალის“ ლიდერს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, დამიდასტურდა კოვიდი! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა.