თალაკვაძე: დღეს “ქართული ოცნება” ხელს აწერს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება დანიელსონის წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

“დღეს ქართული ოცნება საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარებში, თუმცა დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს.

ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რაც საპარლამენტო არჩევნების და პარლამენტის ლეგიტიმურობის კიდევ ერთი დადასტურება გახლავთ”,- თქვა თალაკვაძემ ბრიფინგზე.

რა წერია დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში