თალაკვაძე: ვაშაძეს სურს შეთანხმება, გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას

არჩილ თალაკვაძე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე ამბობს, რომ მას სურს შეთანხმება, ამიტომ გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას.

“გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს ეს შეთანხმება შედგეს. ამიტომ ვფიქრობ, მან უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის”,- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ “ჯანსაღ ოპოზიციასთან” შეთანხმება შედგება.