თალაკვაძე ფიქრობს, რომ ოცნება “ყველაზე საქმიანი და პროგრესული” პარტიაა

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძის აზრით, “ქართული ოცნება” არის “ყველაზე საქმიანი და პროგრესული პოლიტიკური პარტია საქართველოში.

თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება 2 ოქტომბერს მმართველ პარტიას დაუჭერს მხარს.

“ის პრეტენზიები, რაც წინა კამპანიებში ჰქონდათ საარჩევნო პროცესის მიმართ, ახლა არის აღმოფხვრილი, ეს კონკურენცია იწვევს ერთგვარ დაძაბულობასაც და ამ ფონს ემატება, რომ გვყავს ანტისახელმწიფოებრივი მარგინალური პოლიტიკური პარტია, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე სხვადასხვა ფორმებში და ფერებში შეკერილი მისი სატელიტები. თუმცა არსებობს რეალური არჩევანიც და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა აირჩევს ყველაზე საქმიან და პროგრესულ პოლიტიკურ პარტიასა და პროგრამას”,– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობა“ ამ არჩევნებშიც ცდილობს, “ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოსა და დემოკრატიულ პროცესს”.

“ყველას ვურჩევდი, გააკეთონ თავიანთი ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია არჩევნებზე და პროგრამებზე”,– აღნიშნავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.