პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილი და ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა დააკავეს. პატრულმა, ისინი ბერი სალოსის ქუჩაზე იმ დროს გააჩერა, როცა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “მთავარი” ავრცელებს.
ნუგზარ თალაკვაძე და გრიგოლ აბრალავა პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი დევნის ოპერაციის შემდეგ აიყვანეს. ზარდიაშვილის ცოლისძმას თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, რომელიც დაკავების მომენტში გადააგდო.
ზარდიაშვილის ცოლისძმისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის – დაახლოებით ერთი წლის წინ, გრიგოლ აბრალავა ნორვეგიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს და სამი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.