ექსტრემისტული დაჯგუფება „თალიბანი“ აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ მიერ ალ-ქაიდას ლიდერის ალ-ზავაჰირის მოკვლას ”გამოიძიებენ”. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით Aljazeera ავრცელებს.
31 ივლისს, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ლიდერი, აიამან ალ-ზავაჰირი. ალ-ზავაჰირის ლიკვიდაცია უპილოტო თვითმფრინავიდან გასროლილი რაკეტით მოხდა, მაშინ როდესაც ის კვირას ქაბულის სამალავის აივანზე იდგა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ზავაჰრი აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, რადგან სწორედ ის გეგმავდა ოსამა ბინ ლადენთან ერთად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს.