“თალიბანმა” ჰერათის პროვინციაში ბავშვთა გამტაცებლების ცხედრები ქალაქ ჰერატში საჯაროდ სიკვდილით დასაჯა და ქალაქში საჩვენებლად დაკიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ოთხი მამაკაცი უამრავი ადამიანის თვალწინ ჩამოახრჩვეს. თალიბებმა სახრჩობელად ამწე გამოიყენეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თალიბანის წარმომადგენლებმა სიკვდილით დასჯისა და სხეულის ნაწილების მოკვეთით დასჯის დაბრუნების შესახებ განაცხადეს.
BBC წერს, რომ ვრცელდება თალიბანის წარმომადგენლის განცხადება: “მათი ცხედრები ჩამოვკიდეთ ქალაქის სკვერებში, რათა ეს სხვა გამტაცებლებისთვის გაფრთხილება იყოს”, – ამბობს თალიბი მებრძოლი.