თალიბანმა ქვეყანა “ავღანეთის ისლამურ საამიროდ” გამოაცხადა

დღეს თალიბანმა ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. დეკლარაცია დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

დაჯგუფება ამ სახელს 1996-2001 წლებში იყენებდა, როდესაც ისინი ქვეყნის დიდ ნაწილს მართავდნენ. მაშინ ავღანეთის ისლამური საამირო მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამირომ და თურქმენეთმა აღიარა.