ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. მოკლულის ძმა ნიკოლოზ გინტური აცხადებს, რომ იმედი არ აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება დამნაშავეებს დააკავებს.
“დავათვალიერე ჩემი ძმის მანქანა, ვნახე. იძახდნენ, რომ 3-4 ტყვია აქვს ნასროლიო, მაგრამ 35 ტყვიაზე მეტი აქვს ნასროლი, რაც მე დავთვალე. მე როგორც ვფიქრობ, ჩვენი მთავრობა ვერაფერს ვერ გააკეთებს და არც გააკეთებს. ველოდები ცოტა ხანი ექსპერტიზის დასკვნას, მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას, გადმოსცენ საქართველოს, გაასამართლოს საქართველომ. თუ არადა, მერე სტრასბურგში გავასამართლებთ და გავგზავნით საბუთებს”, – აცხადებს თამაზ გინტურის ძმა.