თამარაშვილის ქუჩაზე, მე-16 სართულიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა

თამარაშვილის ქუჩაზე კორპუსის მე-16 სართულიდან ბიჭი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, 25 წლამდე ასაკისაა, იმავე კორპუსში ცხოვრობდა.