თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გარდაცვლილის მამის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას და საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს. მიხეილ რამიშვილი თვლის, რომ გამოძიება, სულ მცირე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა წარიმართოს.

მიხეილ რამიშვილი ღამით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდა. როგორც მან პოლიციიდან გამოსვლის შემდგ განმარტა, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ არავინ არის ცნობილი, მასალები ამიტომ საქმის მასალები არ გადასცეს. ადვოკატი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ბაჩალიაშვილის მამისთვის ითხოვს.

ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ მიდის გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, მაშინ, როდესაც საქმეში არის გარდაცვლილი.

“მასალას ელოდებიან სხვადასხვა მხარიდან, სხვადასხვა დაკითხვა მიმდინარეობს. ჩემთვის უკვე ძალიან საეჭვოა, რადგან, მოგეხსენებათ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბიძამისს მეორე დღესვე ჰქონდა საშუალება ჩართულიყო და შემხებლობა ჰქონოდა, ძალიან ინტენსიური ურთიერთობა მაღალ თანამდებობის პირებთან. დაუყოვნებლივ მოვითხოვე, რომ მოხდეს მამამისის უფლებამონაცვლედ ცნობა, კვალიფიკაციის შეცვლა,”-განაცხადა ადვოკატმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.შსს-ს ინფორმაციით  პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა.