23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვნების მიცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გათავისუფლდა. სერგო შუბითიძემ ბრალდება აღიარა.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ის სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
“ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით“, – უთხრა ინტერპრესნიუსს ადვოკატმა.
სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. მან განაცხადა, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.სერგო შუბითიძე აცხადებდა რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გაყალბდა