თამარ კორძაია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტს უცხადებს.

“მე პერსონალურად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ გადავიდე ბოიკოტის რეჟიმში. ბოიკოტის შესახებ განცხადებას აუცილებლად წარვადგენ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება აუცილებლად სათანადოდ შეფასდება ოქტომბრის არჩევნებზე. ყველა პოლიტიკური იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, მე არცერთ პარტიაში არ ვარ და მივიღე საკუთარი გადაწყვეტილება. ვხედავ, რომ პარლამენტში საქმიანობა და თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან უკვე შესაძლებელია, იმიტომ რომ მან გვითხრა, რომ არ ვთანამშრომლობო”,– ამბობს კორძაია.

პარლამენტი დატოვა გირჩი – მეტი თავისუფლებლის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამაც.