პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარეზე, თამარ ჟვანიაზე ისე მსჯელობენ, თითქოს მან რაღაც დააშავა და უნდა გადადგეს.
“ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ზუსტად დაემთხვა სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის მონაცემებს, მას შემდეგ რაც გადადგა ის ადამიანი, ვის მიმართაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს პრეტენზია ჰქონდა. გაყალბება იქ იყო დაშვებული და მოვიდა შესაბამისობაში. ახლა თამარ ჟვანიაზე – გადადგება, არ გადადგება, შეიძლება საერთოდ კონფიგურაცია შეიცვალოს, ისე მსჯელობთ, გეგონება, რაღაც დააშავა და უნდა გადადგეს. არაფერი არ დაუშავებია, თავის ადგილზე არის. საფუძველი იმისა, რომ მის გარშემო რაღაც უნდა დატრიალდეს, გადადგომის თემა ეს არ არის…”,– ამბობს გია ვოლსკი.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამარ ჟვანია გადადგა, თუმცა ცესკოში ეს არ დაადასტურეს.