“ამ ქალბატონის პასუხისმგებლობა რატომ უნდა დადგეს – ყოველთვიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ვუხდიდით. რაც დეკლარაციაში წერია, ისე რა აქვს, არ ვიცი, ოცნების პირობებში ამ ადამიანმა ნახევარი მილიონის ქონება დააგროვა. არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ შეძლო. ასევე, ქალბატონ ჟვანიას ასევე უკავშირდებოდა სხვადასხვა გაფლანგული თანხებიც…
71 000 ლარი ჟვანიას დახარჯული აქვს მივლინებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იამაიკა, ინდოეთი, შრილანკა… გასაგებია, რომ ეგზოტიკური ქვეყნები უყვარს ალბათ ქალბატონს და დასასვენებლად დადიოდა ბიუჯეტის ხარჯზე. 15 000 ლარი ხელფასი გადავუხადეთ და მერე კიდევ იამაიკაზე, შრი-ლანკაში მექსიკაში და შრილანკაზე იარა, დაისვენა, მერე 93 000 ლარი ავტომობილში გადაიხადა… ბიუჯეტი და ცესკო თავიდან ბოლომდე პიჯაკივით ჰქონდა მორგებული ქალბატონ თამარს.
მან ხომ 1 კვირის წინ ბრძანა, რომ მე არც გადავდგებიო და ამ არჩევნებაც ჩავატარებო. მას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მისთვის საჩუქარია გადადგომა. ქალბატონ თამარი თუ გადადგა და მორჩა, ამით ის იქნება კმაყოფილი. ასი ათასობით ლარი შემოსავალი ჰქონდა, გააყალბა არჩევნები, ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეიძლებოდა დანაშაული ჩაედინა. ამ ქალის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თუ ამ ქალბატონს პასუხისგებაში არ მივცემთ, მაშინ სხვა თავმჯდომარეს ვეუბნებით, რომ თქვენც შეგიძლიათ გააყალბოთ და შეგრჩებათ ხახვივით”
განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში.