თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიას აფუძნებს და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

“ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ქალების პარტიას ქმნის. მისი განმარტებით, პარტიის მიზანი კვოტების გაუქმება იქნება.

ჩერგოლეიშვილი გეგმავს, რომ 2024 წლის არჩევნებში პარლამენტში 10 ქალით გავიდეს და სიაში არ ჰყავდეს კვოტებით გათვალისწინებული ყოველი მეოთხე კაცი.

“მე ვთვლი, რომ საქართველოში ქალები დგანან უმძიმესი პრობლემების წინაშე, რომელიც, პირველ რიგში, გამოწვეულია იმ მავნე და დრომოჭმული სტერეოტიპებით, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს აიძულებს, რომ ქორწინების მიღმა გაჩენილი შვილები სანაგვეში გადაყარონ. მე ვთვლი, რომ ამ სტერეოტიპს აძლიერებს ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა, როდესაც კაცები დაავალდებულა, რომ ყოველ მეოთხედ ქალი ჩაისვანვაფუძნებ ქალების პარტიას და 2024 წლისთვის შევეცდები, რომ 10 ქალი, ყოველგვარი კაცების და მეოთხე კაცის გარეშე გავიყვანო. კონსტიტუციის სულისკვეთება ის არის, რომ უთანასწორობის აღმოფხვრას უნდა შეუწყოს ხელი და ვთვლი, რომ არ უნდა შემეშალოს ხელი, პირველი ათეული ქალებით გავიდე პარლამენტში და არ უნდა მავალდებულებდეს კანონი, რომ მეოთხე კაცი ჩავისვა,”- აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი რუსთავი 2–თან.