[ირანი] ჩვენი სამეზობლოა, როგორც თავად ტრაგიკული ფაქტი დაღუპვისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერმინისტრს ქართველი ხალხის სახელით გამოეხატა სამძიმარი. ასევე, ინაუგურაცია არის მომენტი, როდესაც, განსაკუთრებით ეს თუ სამეზობლოს ეხება, აქაც [უნდა] იქნეს გამოხატული თანადგომა ინაუგურაციის დროს. საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, როგორც ვიცი, იქ იქნებიან სომხეთის პრემიერმინისტრი, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრი. ეს არის არამხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტი, არამედ ჩვენი ისტორიულ-კულტურული კავშირები, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც გვავალდებულებს, როგორც ერს და ქვეყანას, რომ შესაბამისი თანადგომა გამოვხატოთ ჭირში და გვერდით დგომა ლხინში, ინაუგურაციაში. საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრა ირანში იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაში მიიღოს მონაწილეობა. მას არჩევა მიულოცა ყველა ქვეყანამ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც. მთლიანი სამეზობლო იმყოფება იქ ინაუგურაციაზე და ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი არამხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიულ-კულტურული ვალდებულებაც, რა თქმა უნდა, რომ რეგიონში ასეთი ღონისძიების დროს იყოს ქართველი ხალხი წარმოდგენილი.
რატომ უნდა იყოს გზავნილი პარტნიორებისთვის? ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში. ამ რეგიონში არ არის შეერთებული შტატები განთავსებული. ჩვენ ვცხოვრობთ ამ რეგიონში ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც, გეოპოლიტიკურადაც და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სწორი ურთიერთობა ჩვენს სამეზობლოსთან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართველი ხალხის სახელით, საქართველოს პრემიერმინისტრს მიელოცა პრეზიდენტად არჩევა და მიეღო მონაწილეობა ინაუგურაციის პროცესში ისევე, როგორც ამას აკეთებენ სომხეთის, აზერბაიჯანის პრემიერმინისტრები და იქ წარმოდგენილი თურქეთიც.