უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის გარდაცვალებისა და ერთი დაჭრილის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ეხმაურება.
ერმაკის თქმით, თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში და ისინი სწორედ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
“ბახმუტთან, ბოლო დღეებში,მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის!
თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! მე, ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად!- წერს ერმაკი “ტვიტერზე”.
3 დეკემბერს უკრაინაში რუსეთის ომს 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.