“თვითონაც რომ იმეორებს, რომ მე ვარ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელიო. ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე იყო ფარნავაზ მეფე, მერე რეალურად ეფექტური სახელმწიფო შექმნა დავით აღმაშენებელმა, თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი არის ზვიად გამსახურდია. შევარდნაძეს ნუ დავუკარგავთ ორ ძალიან მნიშვნელოვან რამეს – ერთი, ინსტიტუციები, განუხრელად დემოკრატიულ გზაზე დამდგარი ინსტიტუციები შექმნა ედუარდ შევარდნაძემ. მეორე, ძალიან დიდი საქმე, რაც საქართველოს გაუკეთა შევარდნაძემ და რაც ვერ გაუკეთა სააკაშვილმა, იყო ის, რომ გადადგომის შემდეგ დარჩა. რომ არ გაიქცა, ამით შეუნარჩუნა ქართულ სახელმწიფოს სახე. პირდაპირ სთავაზობდნენ თავშესაფარს. სააკაშვილი იყო უბრალოდ მოდერნიზატორი უკვე თავისუფლებამიღებული და ინსტიტუციურად საფუძველჩაყრილი ქვეყნის. ეს გამუდმებული ბაქიბუქი, რომ მე ვარ სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი, არის უხერხული”
ამბობს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.