შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
მათი თქმით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრნენ.
უწყების ცნობით, რეგიონებში, ისევე როგორც დედაქალაქში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
“სამინისტროს თანამშრომლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “ფაიზერის”, „სინოვაკის” ან „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრან. ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 60% -ზე მეტი უკვე აცრილია, მათი ძირითადი ნაწილი სრულად ვაქცინირებულია”,– აცხადებს შსს.