”მე აღვნიშნე ჩემი მზადყოფნა ოპოზიციასთან თანამშრომლობისადმი. ჩვენ შეიძლება მეგობრები არ ვიყოთ და ვერც ვიქნებით, მაგრამ თანამშრომლობისკენ ნაბიჯი გადმოვდგით. სანაცვლოდ, შეურაცხყოფა მივიღეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზით შესაძლებელია თანამშრომლობა, საქმის კეთება, არ ვიცი. მე სხვა პრინციპებით ვცხოვრობ. ამ დამოკიდებულებით თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება.”
განაცხადა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე.