თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე – სააკაშვილი

თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. წერილი დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან წაიკითხა. როგორც საძაგლიშვილმა განმარტა, ამ გადაწყვეტილების მიღება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მოხდება.

“სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა ბოლომდე შემრჩეს, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს.  ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – წერს სააკაშვილი.