“ზოგადად, მგონია, რომ აბსოლუტურად არარეალურია ყველა მსგავსი ინიციატივა, ზოგი საუბრობს უკრაინაში გაშვებაზე, სხვა ქვეყანაში გაშვებაზე, შინაპატიმრობა და ა.შ. მთლიანობაში, მე მგონია, რომ აბსოლუტურად არარეალურია საუბარი ამ ყველაფერზე და არა მგონია, რომ ასეთი განცხადებები სხვა დონიდან [პატრიარქის მხრიდან] გაკეთდეს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე მგონია, რომ თანდათანობით ყველა ეგუება უკვე იმ აზრს, რომ მას მოუწევს კუთვნილი სასჯელის მოხდა, მას აქვს შეფარდებული კონკრეტული სასჯელი და, რა თქმა უნდა, უნდა მოიხადოს. თან, ეს სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას თავის დროზე აქვს დაშავებული. სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში”
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე.