“მინდა მივულოცო ჩვენს ახალ კოლეგას. ჩვენს გუნდს საკმაოდ მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა, ჩემი კოლეგა ეკონომისტი და ფინანსისტი. საერთოდ, მივესალმები, რაც უფრი მეტი ეკონომისტი და ფინანსისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე. ეს მართლაც წარმატების საწინდარია. ჯანდაცვის სექტორი ერთ-ერთი მსხვილი ბიუჯეტის სამინისტრო და სექტორია. განსაკუთრებით კორონავირუსის პერიოდში მისი რესურსტევადობა გაიზარდა, კორონავირუსი ჯერ არსად წასულა, ეს გამოწვევა წინ არის და დღის წესრიგში დგება ამ თანხების მეტად ეფექტური განკარგვა. ეს ერთი ამოცანაა, რასაც, რასაკვირველია, ჩემი აზრით, ახალი მინისტრი თავის გამოცდილებიდან გამომდინარე უკეთ გაუმკლავდება, ვიდრე სხვა სპეციალობის და პროფესიის ადამიანი”
ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჯანდაცვის ახალ მინისტრ ზურაბ აზარაშვილზე.