“მთელი ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ოსმა და რუსმა მესაზღვრეებმა ღირსეულად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა სასაზღვრო სამსახურის წესებისა და რეგულაციების სრული შესაბამისობით. ხაზს ვუსვამ მაღალ პროფესიონალიზმს. რუსები სამხრეთ ოსეთში სახელმწიფოთაშორისი თანხმობით იმყოფებიან, ყველაფერი საერთაშორისო წესების ფარგლებში და მათი სრული დაცვით მოხდა. ჩემგან პირადად მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომ საკუთარ საქმეს შესანიშნავად ასრულებენ.[…] როგორც ვიცით, თბილისელი პროვოკატორების ხელში ჩავარდა მესაზღვრეების პირადი ინფორმაცია. საიდან და როგორ მოიპოვეს მათ ეს ინფორმაცია, სხვა საკითხია და ეს მათ სინდისზე იყოს, ვინც დღეს მტერი სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და საკუთარ ხალხს ღალატობს. […]
ქართველი რადიკალები ინტერნეტში ავრცელებენ სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსი მესაზღვრეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ინფორმაციას. ასეთი ბილწი ქმედებებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. მათ, ვინც მოაგროვეს ეს ინფორმაცია, იცოდნენ, რომ არც ჩვენებს, არც რუს მესაზღვრეებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ დავაჩაგრინებთ”.
ასე ეხმაურება, ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი მარიონეტი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დათიაშვილის გატაცებას.