ჩვენს რეზოლუციაში, რომელიც მივიღეთ 1 თვის წინ, მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ეს იყო ძალიან მკაფიოდ ნათქვამი, ამიტომ ახლა ეს ევროპული ინსტიტუტების მიერ არის შესასრულებელი. ეს კითხვა შესაძლოა, დავუსვათ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. არის ის მზად, რომ წინ წამოწიოს ეს საკითხი? სავარაუდოდ, ჩვენ უკვე მივედით იმ წერტილთან, რომ მკაფიოდ ვთქვათ, მზად ვართ თუ არა ამისთვის. როგორც ჩანს, საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა დავიწყოთ ქმედებები, მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე, რომელიც საკვანძო ფიგურაა
განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა, რომელსაც ჰკითხეს, “მზად არის თუ არა ევროკავშირი, სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს”.