თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები მომხმარებელს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებიან. ეს საშუალებას მისცემს ყველა მოქალაქეს, რომელიც სამსახურების გახსნის გამო ჯავშნის პირობებში ვერ ასწრებს იუსტიციის სახლში მოხვედრას, სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge, ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, თუმცა დავაკვირდებით, როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი და თუ ეს სერვისი მოთხოვნადი იქნება, ამ ფორმატის პანდემიის დასრულების შემდეგ შენარჩუნებაზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა წულუკიანმა.