შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები, კაცი სტუდენტ გოგონებს უნივერსიტეტამდე მისასვლელ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, სექსუალურად სისტემატიურად ავიწროებს.
ერთ-ერთი რესპოდენტი ამბობს, რომ კაცი მას მიწისქვეშა გადასასვლელში აედევნა და ხელითაც შეეხო.
“დავინახე რომ საპირისპირო მხრიდან მოდიოდა მამაკაცი. ჩემზე ოდნავ დაბალი იყო. 1.70-მდე სიმაღლეში, პუტკუნა, შავი თმით. თავიდან არაფერი იყო გასაკვირი, გავიგე ქამრის ხმა, დავაკვირდი, მაგრამ არაფერი. ჩავუარე და უკან როცა იდგა ტელეფონზე ლაპარაკობდა. “აა მეორე მხარეს უნდა ამოვიდეო“? ჩემს გასაგონად თქვა – შემობრუნდა და მე გამომყვა. მივდიოდით ორივე, რაღაც მომენტში დამეტაკა, ხელი შემომხვია და კაბის ქვეშ შემეხო ფეხებს შორის და გაიქცა”, – ამბობს ის შაბათის ფორმულასთან.
კიდევ ერთი სტუდენტი გოგოს თქმით, მას კაცი დილით, უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელში სხვა გოგოც იყო, კაცმა თავი არ შეიკავა და ისინი სექსუალურად შეავიწროვა.
“20 ივნისს, კვირას, 11 საათზე, მივდიოდი უნივერსიტეტში…ვიცოდი ეს ისტორიები სხვა გოგოებისგან, გულში გავიფიქრე, იმედია არ შემხვდება თქო მაგრამ შემხვდა. წინ ერთი გოგო მიდიოდა და ამ კაცმა რომ დაგვინახა, ამოიღო თავისი სასქესო ორგანო და დაიწყო მასტურბირებდა. ძაან შოკში ჩავვარდი, ვეჩხუბე და ამ ჩხუბზე, რაღაცნაირი სახე მიიღო, თითქოს გაოცდა, გაბრაზდა. მაგ დროს შეეშინდა და გაიქცა, მე ავედი უნივერსიტეტში და გამოცდა ვწერე”, – განაცხადა გოგომ.
გოგონები ერთმანეთს დაცვას ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ და მეგობრებს აფრთხილებენ, რომ მიწისქვეშა გადასასვლელში ე.წ. მანიაკი დადის.