თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს

მაშველებმა თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ვის ეკუთვნის ის.

შეგახსენებთ, რომ უკვე მე-4 დღეა, თბილისის ზღვასა და მიმდებარე ტერიტორიაზე 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ. მისი პირადი ნივთები პოლიციამ თბილისის ზღვასთან იპოვა.