თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტალის ინფორმაციით, კიდევ 3 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდებიან.
დღეს, ქვეყანაში COVID-19-ისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.