თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხი ბექაიას განცხადებით მათი კლინიკის მედპერსონალის ორ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა მსუბუქია და გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. კარანტინში გადაიყვანეს მათთან შემხებლობაში მყოფი 5 ადამიანი. თუმცა მარეხ ბექაია ამბობს, რომ დაინფიცირებულ თანამშრომელთა მომსახურეობის არეალი მცირე იყო უფლებამოვალეობებიდან გამომდინარე და შესაბამისად, მათ მიერ ვირუსის გავრცელების მაშტაბი ნაკლებია.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგების აზრი გაიყო, საიდან გადაედო ვირუსი მედპერსონალს.
“შესაძლოა ეს შემოტანილი დაავადება ყოფილიყო, ანუ მატარებლები ყოფილიყვნენ და ახლა გამოვლინდა, თუმცა შესაძლოა პაციენტებთან ურთიერთობისას დასნებოვნებულიყვნენ.“– ამბობს ის.
ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გუშინ შეჩერებული იქნა მიღება კლინიკაში, სანამ ყველა მედპერსონალის ტემპერატურა არ განსაზღვრეს. მოგვიანებით თბილისის ზღვის ჰოსპოტალმა მიღება განაახლა.