საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 9 მაისს “ვაკის პარკში” უცნობი ჯარისკაცის საფლავთან “მოძრაობა უკვდავი პოლკის” წევრები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები აქციის ჩატარებას გეგმავენ. ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, თორნიკე ყიფიანი რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ისინი თბილისის თავზე დრონებით დიდ “გეორგიევსკის დროშას” გადააფრენენ.
“თბილისის თავზე გადაიფრენს რამდენიმე დრონი, რომლებიც თბილისს გადაატარებს დიდ გეორგიევსკის დროშას და ყველა მოიქეცით ძალიან ჭკვიანურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ ზომებს, როგორი ზომებიც მიგვიღია”, – ამბობს ყიფიანი.
მისივე თქმით, მათ რუსული ფონდი “რუსკი მირი” და სხვადასხვა ბიზნესმენი აფინანსებენ. ყიფიანი აღნიშნავს, რომ მათ არავითარი შეზღუდვა არ აბრკოლებთ.
ყიფიანი სამართალდამცაველ უწყებებს ემუქრება და მოუწოდებს, ჯარიმა არ დაუწერონ.
,,სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებით შეაშინონ ის, ვინც შეუშინებიათ. არავინ ჯარიმა არ დაწეროს, თორემ ის ჯარიმის ქვითარები სად ამოყოფს თავს, მე ირაკლი ყიფიანი გპირდებით, რომ განახებთ მეორე დღესვე და ტყუილად არავის არ ვემუქრები. მე განახებთ თქვენ ყველაფერს, ყველაფერს დაგილაგებთ. ღმერთი არ გაგიწყრეთ, რამე არ შეგეშალოთ, მოგამრთავთ უმაღლესი თანამდებობის პირებს”, – განაცხადა ყიფიანმა რუსთავი 2-თან საუბრისას.
ფონდი, რომელიც ირაკლი ყიფიანის ორგანიზაციას აფინანსებს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, 2007 წელს დააარსა და მას პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა რეაგირება ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ასევე ყველანაირი შეკრება-მანიფესტაცია.