ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავს თქმით, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება.
ის ჯერ არ ასახელებს, რომელ რეგიონში იყრის კენჭს, თუმცა ამბობს, რომ აუცილებელია, ოპოზიცია თბილისის შემდეგ, მინიმუმ დიდ ქალაქებზე შეთანხმდეს.
“მას შემდეგ, რაც ჩვენ შევჯერდებით თბილისში, აუცილებელია, კვლავ გავაგრძელოთ კონსულტაციები და შევჯერდეთ მინიმუმ დიდ ქალაქებზე, როგორიც არის – რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და ა.შ. პრინციპულად მიგვაჩნია, დაფიქსირდეს, რომ ქალაქების ხმა მოქმედი ხელისუფლებისთვის და ქალაქების უარი მოქმედი ხელისუფლებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია”,- ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თბილისის 8 ოლქიდან 6-ს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს უთმობს, თვითონ კი ისანსა და გლდანში იყრის კენჭს.
დღეს გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ მაჟორიტარად კენჭს არ იყრის.