თბილისის მერია აცხადებს, რომ გლდანის რაიონში დაიტბორა ეზოები, ჩამოიშალა მიწა

თბილისის მერია აცხადებს, რომ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები გამოიწვია.  განსაკუთრებით გლდანის რაიონი დაზარალდა.

“მუხიანის აგარაკების დასახლებაში დაიტბორა ეზოები. ასევე, ადიდებულმა მდინარე გლდანულამ ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზო დატბორა და მიწა ჩამოშალა. რამდენიმე მისამართზე დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ადგილი ჰქონდა ხის წაქცევისა და ფერდის ჩამოშლის ფაქტებს”. – წერია მერიის განცხადებაში.