თბილისის მერია საახალწლო კონცერტებისთვისა და ღონისძიებებისთვის 3 556 000 ლარის დახარჯავს. გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტების თანახმად, ღონისძიებები 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.
როგორც მერიაში აცხადებენ 2022 წლის საახალწლო ღონისძიებები “წინა წლისგან განსხვავებით, საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება”.
სავარაუდო ხარჯები :
საახალწლო გალა კონცერტი და საახალწლო ქალაქის გახსნა-დახურვის ღონისძიებები – 1 155 500 ლარი;
საბავშვო გასართობი აქტივობები – 470 500 ლარი;
საახალწლო ქალაქის მუსიკალური პროგრამები, სხვა აქტივობები;
მსაახალწლო ქალაქის დეკორაციები, ინსტალაციები, გაფორმებები – 1 674 000 ლარი;
გამოფენა-გაყიდვა – 256 000 ლარი.