თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებზე 3,5 მილიონ ლარს დახარჯავს

თბილისის მერია საახალწლო კონცერტებისთვისა და ღონისძიებებისთვის 3 556 000 ლარის დახარჯავს. გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტების თანახმად, ღონისძიებები 15 დღის განმავლობაში, 2021 წლის 24 დეკემბრიდან 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

როგორც მერიაში აცხადებენ 2022 წლის საახალწლო ღონისძიებები “წინა წლისგან განსხვავებით, საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება”.

სავარაუდო ხარჯები :

საახალწლო გალა კონცერტი და საახალწლო ქალაქის გახსნა-დახურვის ღონისძიებები – 1 155 500 ლარი;

საბავშვო გასართობი აქტივობები – 470 500 ლარი;

საახალწლო ქალაქის მუსიკალური პროგრამები, სხვა აქტივობები;

მსაახალწლო ქალაქის დეკორაციები, ინსტალაციები, გაფორმებები – 1 674 000 ლარი;

გამოფენა-გაყიდვა – 256 000 ლარი.