დედაქალაქის მერის მოადგილედ კახა გულედანი დაინიშნა. მისი კანდიდატურა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
“კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს. ასევე, წლების წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელიც. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე” – თქვა კალაძემ.
თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას ილია ელოშვილი იკავებდა. ის 1-ელ ივნისს გარდაცვლილი იპოვეს.