ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე კვლავ თბილისის მერობის კანდიდატი, უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პასუხობს, რომ ამას პარტიის პოლიტსაბჭო წყვეტს.
„ბატონი კალაძე არის გუნდის ლიდერი, გუნდში რჩება ჩვეულებრივად, იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს, ყველა ერთად ვუპასუხებთ.
ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება პოლიტსაბჭო, თქვენ იცით, პარტიაში გვაქვს ეს ორგანო, სადაც პოლიტსაბჭო წყვეტს ვინ იქნება და ვინ არ იქნება (თბილისის მერობის კანდიდატი). იქნებ მე ვიყო, რა იცით?”- განაცხადა ზარქუამ.