თბილისის მეტროს მემანქანე COVID-19-ით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „ერთობა 2013″ ავრცელებს.
სატრანსპორტო კომპანიაში მემანქანის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, მემანქანეს კორონავირუსი 20 ნოემბერს დაუდასტურდა.