თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება

თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება.

ტექნიკური ხარვეზის გამო ე.წ. ტურნიკები არ მუშაობს და იმისთვის, რომ მგზავრთა ნაკადის გადაადგილებისთვის პრობლემა არ შეექმნილიყო, მეტროპოლიტენის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები უფასოდ იმგზავრებენ.

მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.