ფარნავაზ მეფის გამზირზე არსებული დაზიანების გამო, წყლის აღდგენის დრომ 29 მარტის 09:00 საათამდე გადაიწია. აბონენტებს წყალი 28 მარტის 24:00 საათზე უნდა აღდგენოდათ.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განმარტებით, სამუშაოები გართულდა, რამაც წყლის აღდგენის დაგვიანება გამოიწვია.
29 მარტის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:
ვაკე-საბურთალოს რაიონში:
ვაჟა-ფშაველას I – VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ასათიანის, ბუდაპეშტის და ლვოვისქუჩების ნაწილს, დელისის, პიკასოს, შავგულიძის, ანჯაფარიძის, მაღალაშვილის, ბარათაშვილის, ქუთათელაძის, გელოვანის, დოლიძის, ამაღლობელის და მიმდებარე ქუჩებს.
ნუცუბიძის I, II, III, IV, V მ/რ-ებს, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ფხაკაძის, ფერმწერის, თვალჭრელიძისდა მიმდებარე ქუჩებს. წყნეთის გზატკეცილს და თხინვალას დასახლებას.
ზაჰესის და ავჭალის დასახლებების ნაწილს.
სოფელ დიღომში: გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, უგრელიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს და დიღომი7-ს.