თბილისის რომელ ოლქში იყრიან კენჭს ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი – მელიას განმარტება

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის 2 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები თვითონ და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი მაჟორიტარობაზე კენჭს ლევან ხაბეიშვილი იყრის, ხოლო თვითონ – გლდანის ოლქში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 8 სამაჟორიტარო ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ 2 ოლქში ეყოლება თავისი კანდიდატურა, 6-ს კი ოპოზიციის სხვა პარტიები გადაინაწილებენ.

დღეს ევროპულმა საქართველომ ოპოზიციაც თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ოთხი კანდიდატი შესთავაზა. მათი შეთავაზება ასეთია: ვაკე — ელენე ხოშტარია;
მთაწმინდა — შალვა შავგულიძე; ისანი — გიორგი ვაშაძე; ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი.