თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა. საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მოქმედი მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილ მერის მოადგილეების, სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლების კანდიდატურებს მხარი დაუჭირეს.

მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებს უხელმძღვანელებენ:

  • თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – ვლადიმერ ჭიღლაძე;
  • გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი – გიგა გიგაშვილი;
  • ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – ვახტანგ ლომჯარია;
  • თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი – კახაბერ გულედანი;
  • ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი აბუთიძე;
  • იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი – სერგო ბირკაძე;
  • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი გვილავა;
  • საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი – გაიოზ თალაკვაძე;
  • მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი – გიორგი პაპავა;
  • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი – გელა ჩივიაშვილი;
  • უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი – ნიკოლოზ ჭონქაძე.