თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, იმ მაისურებით მივიდნენ, რომლებზეც ნუგზარ ფუტკარაძის ფოტო იყო გამოსახული და სხდომა შემდეგ პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“დავტოვეთ სხდომა პროტესტის ნიშნად, რათა რეჟიმის ეს კიდევ ერთი მსხვერპლი არ დავტოვოთ უპასუხოდ, გავაპროტესტოთ ყველა ნაბიჯი, რაც იყო წინასაარჩევნოდ, არჩევნების პერიოდში და სამწუხაროდ, ეს გრძელდება დღსაც, ზეწოლისა და მოსყიდვის შედეგია ის მსხვერპლი, რაც მივიღეთ ჩვენ ნუგზარის სახით”, – აცხადებს საკრებულოს ერთ-ერთი წევრი.