თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება – ცესკოს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.პროპორციული წესით სავალდებულო 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 40.3% – 19 მანდატი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27.97%  –  13 მანდატი 

„გახარია-საქართველოსთვის“ – 8.85%  –   4 მანდატი 

„ლელო“ – 3.63%  –  2 მანდატი 

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ –  3.3%  – 1 მანდატი 

„ანა დოლიძე – ხალხისთვის“-  2,57%.  – მანდატი 

„ქართულ ოცნებას“ მოგებული აქვს ასევე თბილისის 10-დან 9 მაჟორიტარული ოლქი და საკრებულოში უკვე ფლობს უმრავლესობას.