საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ქალაქებში 15 თებერვალს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქება განიხილება.
“რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან. 15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა”. – აცხადებს უწყება.