ხვალ, 16 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ყიფიანის, ბესიკის, არსენას და მესხის ქუჩების მოსახლეობას.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის, ტაბახმელას და წავკისის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ოთხი ათასი მესხის, ვეფხისტყაოსნის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და მუხრანის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მოსახლეობას.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის V კვარტლის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.