ხვალ, 25 სექტემბერს, თბილისის ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის დასახლების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.