ხვალ, 1 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და ქსელში გადართვებს ასახელებს.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, მაისურაძის და ხერგიანის ქუჩების მოსახლეობას.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 00:00 საათიდან 08:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,- წერია თელასის განცხადებაში.