დღეს, 26 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად “სხვადასხვა სამუშაოებს” ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, გელოვანის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის და სიხარულის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის, მაღალაშვილის, ქუთათელაძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, ჩხეიძის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალმასიანის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფლმშენის დასახლების და გოკიელის ქუჩის მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.
14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ბათუმის, თევდორე მღვდლის, სანაპიროს, ფარეხის, კარალეთის და გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), გრიშაშვილის, ფირდოუსის და ბააზოვის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის, გუდამაყრის, მუხრანის, ტიბაანის და გარეჯელის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის, ტოვსტონოგოვის და 26 მაისის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.